2024-10-02
"ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები"
"ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები" - 29 სექტემბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა სკოლა პროგრესის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნინა ჩიკვაშვილმა.
კონფერენციის მიზანი ახალგაზრდებისთვის გლობალური შესაძლებლობების შექმნა და მოტივაციის ამაღლება იყო წარმატების მიღწევის გზაზე.
ახალგაზრდებს ასევე სიტყვით მიმართეს ოქსფორდისა და კანადის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა და სხვა ქართველმა სპიკერებმა. მათ დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ისაუბრეს ლიდერობის მნიშვნელობასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე გლობალურ სამყაროში.
ღონისძიებას 300 ახალგაზრდა ესწრებოდა.